ათასპროცენტიანი გარანტიით ვამბობ, ქობულიას თუ ვოლსკის სახლების ძარცვები აშკარად ნაცების დაკვეთით არის შესრულებული

ათასპროცენტიანი გარანტიით ვამბობ, ქობულიას თუ ვოლსკის სახლების ძარცვები აშკარად ნაცების დაკვეთით არის შესრულებული

ჟურნალისტ გიორგი გიგაურის ვარაუდით, საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებისა და ეკონომიკის მინისტრის სახლის გაქურდვის ფაქტები არ არის შემთხვევითობა და ამის უკან დგანან ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები, რომელთა მიზანიც სიტუაციის არევა და ხელისუფლების დისკრედიტაციაა.

“ათასპროცენტიანი გარანტიით ვამბობ:

ეს შემთხვევითი არაა და ბოლო დროს გახშირებული ქურდობები და თალაკვაძის, ქობულიას თუ ვოლსკის სახლების ძარცვები აშკარად ნაცების დაკვეთით, ზონდერ-ჯგუფების შესრულებულია! სიტუაციის დესტაბილიზაციისთვის და ხელისუფლების დისკრედიტაციისთვის! ახლა, შსს-ზეა დამოკიდებული, როგორ გახსნის ამ სქემას!.”– წერს გიორგი გიგაური.