მუხრანელებისა და გრუზინსკების დაპირისპირება შესაძლოა, ახალ და უფრო მწვევე ფაზაში გადავიდეს.
ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი ყოფილ ქმარს, დავით ბაგრატიონ-მუხრანელს ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. მისი მტკიცებით, ყოფილი მეუღლე ფიზიკურად 2014 წლის 9 მაისს გაუსწორდა.
სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც „კურიერმა“ მოიპოვა 2014 წლის 20 მაისსაა გაცემული, ანას ცემიდან მეტერთმეტე დღეს და ექსპერტი ადასტურებს, რომ დაზიანებები ემთხვევა შესამოწმებლის მიერ მითითებულ ტრავმის მიღების თარიღს.
ექსპერტიზის დასკვნას ახლავს ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის მიერ ექიმისთვის მონათხრობი. დოკუმენტში წერია, რომ 2014 წლის 9 მაისს, დაახლოებით 22:00 საათზე მეუღლემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. ურტყამდა მუშტებს, გაშლილ ხელს, ფეხებს თავში და სხეულზე. ტრავმის მიღების მომენტში დაკარგა თუ არა გონება არ ახსოვს, ჰქონდა გულის რევის შეგრძნება.
ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის მონათხრობის მიხედვით მას ქმარმა არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით სცემა. ქალს სახეზე და სხეულზე დაზიანებები ეტყობოდა, რის გამოც მეუღლემ ორი დღის განმავლობაში საგურამოდან თბილისში არ გაუშვა.
ადვოკატის მტკიცებით, ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის ქორწინების განმავლობაში ქმარი ხშირად სცემდა. მას პოლიციისთვის არასდროს მიუმართვს. ბოლო ფიზიკური თავდასხმის შემდეგ კი ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს დედოფალმა ოჯახის დაჟინებული მოთხოვნით მიმართა.
დავით ბაგრატიონის ადვოკატი აცხადებს, რომ ანა ქმარს არ უცემია, ისინი ერთად 2013 წლიდან აღარ ცხოვრობენ და ყოფილ ცოლთან სამოქალაქო დავაში მყოფ დიდგვაროვანსაც აინტერესებს, ვინ სცემა ანა.
დავით ბაგრატიონ-მუხრანელის მხრიდან ცოლის მრავალჯერ ცემისა ფაქტებზე ცნობილი გუშინ გახდა. ოჯახში ძალადობის შესახებ ანას ადვოკატმა „ნანუკა ჟორჟოლიანის შოუში“ ილაპარაკა.
„„და იყო ქუეყანა ესე და ამასა ქუეყანასა შიგან იყო მეფე ყარამან-ყანთელი მეფე ახმახი, უხორცო, მხოლოდ ძუალი და ახვარი ვითარცა მტრის მიერ დანიშნული შშს-ს მინისტრი, რომელსაც ცალ ფეხზე ეკიდა რავარცა ხალხი და დედოფალი, ხოლო დედოფალი ჩუენი ესე იყო ცოლი მისი და იყო მათ შორის პირველი მაგრად ნაცემთა შორის ნაცემი, წიხლის ქუეშე წაგდებული, რავარცა უსჯულო მთასა შინა მთელსა ქუეყანასა და დამტვრეულლი და ნეკნებ ჩალეწილი, ვითარცა ჩუენი ქუეყანა ესტე მუნ““.
აი ეს არის, დამოუკიდებელ ჟურნალისტების მიერ, თოთხმეტ საუკუნის წინ, მეფის ოთახში დამონტაჟებული ფარული კამერით გადაღებული მასალის მოკლე შინაარსი.....
ესე რომ, საუკუნეების წინაც კი, უმწეო დედოფლის ხვედრი შვანცკი თამამის და შიბლაუსკასის გარდა იყო მათრახი და ტყუპი წიხლი წყვილ დუმებსა თანა ერთად, მისთვის კანონით დადგენილ ბანჯგვლიანსა და ძარღვიან ტაშაღლარსა ზედა...
...
არაფერი ახალი არ ხდება ცასა შიგან და არც არაფერი ახალი არ გახმაურებულა მეფისა ტახტისა ზედა და ქუედა მწოლიარეთა და მკოტრიალეთა ზედა , თუ ქუედა მყოფთა შიგან ნამყობთა გარშემო ჰამაც და მამაც, ნელა, თუ ბნელა და ნელა თუმცა არ ბნელა და ანათებს ცისკრის ვარსუკვლაუვი, ანუ სატურნი ესე მათსა ზედა და ქუედა მუნ....