დამთავრდა NGO-ბაირამობა! დამ-თავრ-და

დამთავრდა NGO-ბაირამობა! დამ-თავრ-და

მედიაკავშირ “ობიექტივი”-ს მთავარი რედაქტორი ბონდო მძინარაშვილი პოლიტიკური პარტია “კანონი და სამართალი”-ს ლიდერების, თაკო ჩარკვიანისა და ირაკლი ღლონტის მიერ, საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ გაკეთებულ იმ განცხადებებს ეხმიანება, რომელშიც ამბობენ, რომ ტელევიზია მწირ დროს უთმობს ევრო-ატლანტიკურ თემატიკას, გარდა ამისა, ისინი მიიჩნევენ, რომ მაუწყებლის გენერალური დირექტორი ოპოზიციამ უნდა აირჩიოს.

“აბა, რა! აბა, რა!  და მერე იქნება ოპოზიციური მაუწყებელი. რა საზოგადოებრივი?! ჯერ აცხადებენ, არ ვუყურებთო და ახლა პირდაპირ დირექტორობა მოუნდათ! ალბათ, საყურებლად… ალბათ, მაყურებლად… ალბათ, ზედამხედველად…

რას ემსახურება ეს გაერთიანებული შტურმი საზმაუზე?! ლევან რამიშვილის დღის წესრიგს მიჰყვებიან და ბევრმა მათგანმა არც იცის, რაში ჩაება. “თავისუფლების ინსტიტუტის” ბუდე აირია, – მიხვდნენ, რომ მათ ცილისწამებას ბოლო მოეღება და ახლა პოლიტიკური ჯგუფები გაააქტიურეს! დამთავრდა NGO-ბაირამობა! დამ-თავრ-და!”– წერს ბონდო მძინარაშვილი.

 

ბ ა ტ ო ნ ი 420 -
ვინ ირჩევს საზმაუწყებლობის ხელმძღვანელს, ხალხი?
თუ არა, მაშ რატომ უნდა იყოს ხალხის ტელევიზია???
=======
დიდ თაკო ჩარკვიანს უკვე საკუთარი პარტიაც აქვს და ეხლა, როგორც ყველა დიდ პარტიას, ტელევიზიაც მოუნდა, რათა მათი პარტიის აზრი ხალხის მასებაამდე უმოკლესი გზით მიიტანოს, თუმცა, რა ინდაურიც არის, ისეთი იქნება მათი მოწოდებაც.
როგორც კი დაუფშტვენენ, ეგრევე აყვება პიო! პიო! პიო!!!
ვაი უბედურო საქართველო ! ! !, თუ ხედავ შენი უნიათობით, უკვე ვის აღარ გაუჩნდა სურვილი, შენ სადავეს სტაცოს ხელი და ტრამალის ცხენივით წაღმა-უკუღმა გაგაჭენოს ?? !!!
6 წლის უკან