“პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის” დამფუძნებელი და გამგეობის თავმჯდომარე გელა კვაშილავა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ნარკოტესტირების მეთოდის დანერგვას დადებითად აფასებს:
“ავტოსაგზაო შემთხვევების დროს გარდაცვლილი მძღოლების უმრავლესობის ორგანიზმში ნარკოტიკული ნივთიერებაა აღმოჩენილი ექსპერტი ტრანსპორტისა და საგზაო უსაფრთხოების საკითხში, გელა კვაშილავა სოციალურ ქსელში კვლევას აქვეყნებს. კვაშილავა წერს, რომ ევროკავშირის პროექტის DRUID- ის ფარგლებში ჩატარებული კვლევებით დასტურდება, რომ გარდაცვლილი მძღოლების უმრავლესობის ორგანიზმში 12,6 % ში აღმოჩენილია ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველობა, მათ შორის ალკოჰოლის კომბინაციაც. „ევროკავშირის მიერ ინიცირებულ პროექტ – DRUID-ის (მართვა ნარკოტიკების, ალკოჰოლის და მედიკამენტების ზემოქმედების ქვეშ) ფარგლებში, რომლის მიზანია საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებასა და ფსიქოტროპული ნივთიერებების გამოყენებას შორის კავშირის ანალიზი, დადგინდა რომ ავტოსაგზაო შემთხვევების დროს გარდაცვლილი 12,6 % მძღოლების ორგანიზმში აღმოჩენილ იქნა ნარკოტიკები, განსაკუთრებით ალკოჰოლისა და ნარკოტიკული ნივთიერებების კომბინაცია. ყველა ხშირად აღმოჩენილი ნარკოტიკი იყო კანაფი. მაგალითისთვის, პორტუგალიაში ყველაზე ხშირად გავრცელებულია ოპიოიდისი. მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის რეპორტის მიხედვით, 2013 წელს ავტოსატრანსპორტო შემთხვევების დროს გარდაცვლილთა 1 252 071 შემთხვევიდან 39 625 დაკავშირებული იყო ნარკომოხმარებასთან (51% ამფეტამინის, 22% კანაფი, 14% კოკაინი და 13% ოპიოიდი). 2017 წლის მონაცემით, მძღოლები ხშირად იყვნენ მარიხუანას ზემოქმედების ქვეშ მანქანის მართვისას. ფატალური შემთხვევების უმეტესობაში, კაცები ძირითადად იყვნენ კოკაინის ან მარიხუანას ზემოქმედების ქევშ, ხოლო ქალები CNS დეპრესანტების“, – წერს გელა კვაშილავა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივას გირჩი განცხადებიტ გამოეხმაურა: