გადაცემა “ღამის ამბებში” გია ხუხაშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას შესახებ ისაუბრა:
““მე არ ვარ დარწმუნებული, რომ ამ წერილის გაჟონვა მოხდა „თიბისის“ მხრიდან. ძალიან მაღალი ალბათობით ვფიქრობ, რომ ამ წერილის გაჟონვა მოხდა ხელისუფლების მხრიდან, რომელიმე შტოს მხრიდან. ან პროკურატურის მხრიდან, ეს მიმართული იყო გახარიას საწინააღმდეგოდ. ანუ, ვსაუბრობ წერილის გადაცემის მომენტზე, სად შედგა, როგორ შედგა, “რუსთავი 2”-ის სიუჟეტზე ვლაპარაკობ.
“რუსთავი 2″-ს ვინ მიაწოდა ინფორმაცია? როდესაც ვრცელდებოდა, იქ ორი ლოკაცია იყო მოხსენიებული… ვფიქრობ სამიზნე იყო გახარიას კომპრომეტაცია ხელისუფლების შიგნიდან, იმიტომ რომ გახარია გამორჩეული მინისტრია და არ მოსწონთ ხელისუფლებაში და ასეთი ქმედებები გუნდის შიგნით ხდება. ამოცანა რა არის? დისკრედიტაცია, კომპრომეტირება და თავიდან მოშორება.
გახარია გამორჩეული მინისტრია ამ ხელისუფლებაში და აქვს იმის პოტენციალი გახდეს სახელმწიფო მოღვაწე და გრძელვადიანი პოლიტიკური კარიერა ჰქონდეს. მაგრამ, აი ახლა შეიქმნა პრობლემა და მინდა ვკითხო, გაატაროს ზღვარი სახელმწიფო ინტერესსა და პოლიტიკურ ინტერესს შორის.
მე მაინტერესებს, მას სწორად ესმის სად მთავრდება სახელისუფლებლო ინტერესი და სად იწყება სახელმწიფო ინტერესი?! რა არის მისთვის დომინანტი, სახელმწიფო თუ ხელისუფლება?! სწორედ ამით განსხვავდება სახელმწიფო მოღვაწე პოლიტიკური მედროვისგან. მას უნდა ესმოდეს ის რომ, მან მიიღო რეპუტაციული ზიანი. ის არ არის სრულფასოვანი, წელგამართული პოლიტიკოსი და ნებისმიერ შემთხვევაში მას შეუძლია ჩარეცხოს, ის ძალიან დასუსტდა ახლა.
მან უნდა უჩივლოს ხაზარაძეს პატივისა და ღირსების შელახვისთვის. მუნდირი უნდა დაიცვას. თუ არ დაიცვა, მას უნდა ესმოდეს რომ მისი პოლიტიკური კარიერა მალე ჩასვენდება.
მისი ოპონენტები, ვისაც გახარია არ მოწონს დარწმუნებული ვარ 80%-ს არ მოწონს, რადგან მასში ხედავენ კონკურენტს. რეპუტაციული თემა დღეს თუ არ დახურა, მისი კარიერა სეროიზული საფრთხის წინაშე დგას”, – განაცხადა გია ხუხაშვილმა.