ირანელ მომღერალს ქართველების შეურაცხყოფაში ადანაშაულებენ. სოციალერ ქსელში საინიციატივო ჯგუფმა საპროტესტო აქცია დაანონსა. ირანელი მომღერლის, ამირ ტატალოს გამოსვლის ვიდეო-მასალას ქართული ტიტრებით პარლამენტის ყოფილი წევრი დიმიტრი ლორთქიფანიძე ავრცელებს.
როგორც „2020NEWS-ს“ ყოფილმა დეპუტატმა განუცხადა, რეპერი მიგრანტებმა მოიწვიეს და ფილარმონიის დარბაზიც მათ დაიქირავეს. კონცერტის მსვლელობისას, ამირ ტატალომ განაცხადა, რომ ის აპირებს მოიხმაროს მარიხუანა და „ფეხებს ვერავინ მოსჭამს“. ეს საქციელი საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდამრღვევთა კოდექსის 159-ე მუხლის მე-პრიმა მუხლით ისჯება, რაც ნარკოტიკული საშუალებების პროპაგანდას ითვალისწინებს. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ამ რეპერს მაისურზე „კალაშნიკოვის" იარაღი ჰქონდა გამოსახული, რაც ერთგვარი გზავნილიც არის“ - განაცხადა „20202NEWS“-თან დიმიტრი ლორთქიფანიძემ.
დიმიტრი ლორთქიფანიძის თქმითვე, ვიდეო აღმოსავლეთმცოდნეს ათარგმნინეს.
„ჩვენ ვიდეო ბატონ გურამ ქართველიშვილს მოვასმენინეთ, რომელიც გახლდათ აღმოსავლეთმცოდნე და დაადასტურა, რომ იყო ქართველი საზოგადოების მიმართ შეურაცხმოფელი გზავნილები. შესაბამისად, საინიცივატიო ჯგუფმა მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ხვალ 13:00 საათზე საპროტესტო აქცია გავმართავთ, რათა ირანის საელჩოს კულტურის ატაშესგან მივიღოთ განმარტებები და მოვითხოვოთ მოდიშის მოხდა“, - განაცხადა „2020NEWS-ს“ დიმიტრი ლორთქიფანიძემ.
პარალელურად, როგორც „2020NEWS-თვის“ გახდა ცნობილი, აღნიშნულ საკითხზე, უახლოეს დღეებში პრესკონფერენციას გამართავს ირანელი რეპერი ამირ ტატალო.