ბიძინა ივანიშვილი:

ბიძინა ივანიშვილი:"ქვეყანაში მონოპოლიებს არ დავუშვებ!"(VIDEO)

ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ლიდერმა სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ ბიზნესმენებთან გამართული შეხვედრის დროს განაცხადა. შეხვედრას ქართული ბიზნესის ასეულობით წარმომადგენელი ესწრებოდა, რომელთაც საშუალება ჰქონდათ დაესვათ შეკითხვები და პირადად ბიძინა ივანიშვილისგან მიეღოთ მათზე პასუხები.
„ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიზნესმენებს ახალი ბიზნესკანონმდებლობის შექმნაში მონაწილეობა შესთავაზა.

"დასახვეწია კანონმდებლობა და შრომის კოდექსი, რათა ადამიანთა შრომის უფლებები იყოს დაცული. მე ყველაფრით დაგეხმარებით, მათ შორის, ჩემი პირადი კაპიტალით, თუ ჩავთვლი, რომ კონკრეტული პროექტები ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი და საჭირო იქნება. ამიტომ, ჩვენ აქტიურად უნდა ვითანამშრომლოთ. ველი თქვენგან წინადადებებს, რათა ერთად შევქმნათ ევროპული ტიპის ბიზნესი, სასურველი საინვესტიციო და კონკურენტული გარემო", – განაცხადა ივანიშვილმა.

მან ბიზნესმენებს მოუწოდა, რომ თავად გათავისუფლდნენ მონოპოლიური მდგომარეობისგან მანამ, სანამ ამას შესაბამისი სტრუქტურები "მოიკითხავენ", რადგან არ დაუშვებს ქვეყანაში მონოპოლიებს.