ნაციონალური მოძრაობის წევრმა მეგი გოცირიძემ გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერ მამუკა გამყრელიძეს უსაქმური უწოდა. მისი თქმით, ის შანსს არ უშვებს, რომ მიხეილ სააკაშვილი დაამციროს.
“დაჯდა კავკასიაზე მიშათ მოძულე რიგითი ქოცი მამუკა გამყრელიძე და იჭორავა, იჭორავა, იჭორავა, მერე აბრეხვა და აბრეხვა ტყუილები, იქვე დაამატა ენმ რაში მაინტერესებსო, მიშა არა გრიშაო ამ ბუტაფორიამ, რომელიც 10 კაცის გამომყვანიც კი არ არის ივანიშვილის მოსაშორებლად, რომელსაც ივანიშვილზე მეტად სძულს მიშა, მიშას მხარდამჭერები და რომელსაც მიაჩნია, რომ ერი ვალშია მასთან და თან მიშა – გრიშაო ამბობს, თან მიშას პარტიას მასხარად იგდებს , თან ზუსტად იცის ამ უსაქმურმა, რომ მიშას პარტიის ლიდერებისა და მხარდამჭრების გასაგდებია ხიხო, თან იცის სინამდვილეში გაერთიანებული ოპოზიციის მნიშვნელობაცა და კერძოდ მიშასიც, საპარლამენტო სიის სათავეშიც სწორედაც, რომ მიშას ხარჯზე სურს მოხვედრა, თან ტიპობს და არასოდეს უშვებს შანსს, რომ მიშას არ გადასწვდეს!
ვისთვისაც მიშა-გრიშაა, წავიდნენ თავიანთი 20 კაციანი პარტიებით შეცვალონ რეჟიმი და ნუ ეყუდებიან ბრიფინგებზე . იმ ბრიფინგებზე, სადაც სწორედაც , რომ ის ადამიანები უნდა იდგნენ, რომლებიც მიშას იდეალების ერთგულნი არიან და ვის კისერზეც გადაიარა ამდენმა ბრძოლამ და არა გამყრელიძის მსგავსი პერსონები, რომლებსაც მხოლოდ ბრიფინგების დროს ახსენდებათ შტაბი”– წერს მეგი გოცირიძე.