"ივანიშვილმა კობახიძეს ბოდიში მარტო ბესელიასთვის კი არა, ბიძინა გეგიძისთვისაც მოახდევინა"

იმ შეხვედრაზე ბიძინა ივანიშვილმა ირაკლი კობახიძეს ბოდიში მარტო ეკა ბესელიასთვის კი არა, ბიძინა გეგიძისთვისაც მოახდევინა, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ დამოუკიდებელმა დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ განაცხადა.

„12 აპრილს იყოს პოლიტსაბჭოს სხდომა. მე მაშინ ვთქვი, კობახიძე უნდა გადადგეს პოსტიდან-თქო. ივანიშვილიც იქ იყო, ისტერიკა, რომ მოაწყო კობახიძემ გეგიძესთან მიმართებაში. ბიძინა ივანიშვილმა უთხრა: შენ ავად ხომ არ ხარო? ისეთ ისტერიკაში იყო კობახიძე. სწორედ მაშინ, ბესელიას რომ მოუხადა ბოდიში, გეგიძისთვისაც მოახდევინეს. მერე ბიძინა ივანიშვილი ეუბნებოდა პაპუაშვილს, ქანთარიას და ფოფხაძეს შეშფოთებული: მე ნორმალური მეგონა და ეს ვინ ყოფილა, ცუდად მქონია საქმეო, მაგრამ მაშინ კობახიძე კვირიკაშვილის წინააღმდეგ სჭირდებოდათ “,- განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.