თბილისის მერი ტაქსის მძღოლებთან შესახვედრად მზად არის

თბილისის მერი ტაქსის მძღოლებთან შესახვედრად მზად არის

თბილისის მერი მზად არის პროტესტის მონაწილე ტაქსის მძღოლებს შეხვდეს და ცალკეული საკითხები ერთობლივად გაიარონ.

“რაც შეეხება ტაქსის მძღოლებს, ვისაც სურვილი აქვს ჩვენთან კომუნიკაციის, არანაირი პრობლემა არც ყოფილა და არც ახლა არსებობს. იყო შეთავაზება, რომ თუ სურვილი აქვთ, მოსულიყვნენ და მათ დასმულ ყველა კითხვას გაეცემოდა შესაბამისი კომპეტენტური პასუხი, კიდევ ერთხელ იქნებოდა ის სიკეთეები ახსნილი, რაც ამ ადამიანებმა და მათმა ოჯახებმა შეიძლება მიიღონ. შესაბამისად, პოლიტიკური პარტიების მხრიდან ეს ქმედებები და დამოკიდებულება ჩემთვის მიუღებელია.

რეფორმა მნიშვნელოვანია და საკმარისი დროა იმისთვის, რომ მათ შეძლონ ამის მოგვარება და მოწესრიგება. თუ ამაშიც არის ჩვენი დახმარება საჭირო, დედაქალაქის მერია მზად არის შეხვდეს კეთილსინდისიერ ტაქსის მძღოლებს და გავიაროთ ნებისმიერი პრობლემა” – განაცხადა კახა კალაძემ.