ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების კადრების გავრცელებისთვის დაკავებული ახალგაზრდა თბილისში გადმოიყვანეს

ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების კადრების გავრცელებისთვის დაკავებული ახალგაზრდა თბილისში გადმოიყვანეს

დეპუტატ ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების მასალების ხელმეორედ გავრცელების ბრალდებით დაკავებული 19 წლის ბიჭი ბათუმიდან თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში გადმოიყვანეს. ის წუხელ დააკავეს. თბილისში მოემართება დაკავებულის მამაც.

პირადი ცხოვრების მასალა “იუთუბზე” დაახლოებით 2 კვირის წინ გავრცელდა, თუმცა ფართო აუდიტორიისთვის დღეს გახდა ცნობილი.