“თვითონ ლადოს უნდა ეს კამპანია?!

“თვითონ ლადოს უნდა ეს კამპანია?!

„შევაგროვოთ მილიონი ლადო აფხაზავასთვის“, – მილიონიანი კამპანია ჩიბათელი მასწავლებლის, „მასწავლებლის მსოფლიო ჯილდოს“ ფინალისტისთვის, სოციალურ ქსელში 26 მარტს დაიწყო. იდეის ავტორი მეწარმე ანა მიქაძე-ჩიკვაიძეა.

ჯილდო, რომელიც ლადო აფხაზავას მასწავლებლის მსოფლიო კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში უნდა მიეღო, მილიონ დოლარს შეადგენდა. მილიონის მოგების შემთხვევაში კი ლადო აფხაზავა აპირებდა, რომ თანხა გურიის მუნიციპალიტეტის სკოლების განვითარებისა და ბავშვებისათვის მოეხმარებინა. ანა მიქაძე-ჩიკვაიძე ამბობს, რომ ლადო აფხაზავას ამ გეგმების განხორციელებაში, საზოგადოება დაეხმარება.

აღნიშნულ კამპანიას პროდიუსერი კახა მამულაშვილი სოციალურ ქსელ “ფეისბუქში” შემდეგი სტატუსით გამოეხმაურა:

“ბოდიში მომითხოვია, მაგრამ თვითონ ლადოს უნდა ეს კამპანია?! დიდ პატივს ვცემ მას, მაგრამ ხომ არ სჯობს, ფული იმ ადამიანებს შევუგროვოთ, ვისაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს… დამიჯერეთ, მილიონი ლარი ბევრ ადამიანს შეუნარჩუნებდა სიცოცხლეს…” – წერს კახა მამულაშვილი.