აუცილებლად უნდა მოეთხოვის პასუხი იმ ადამიანებს, ვინც კანონი დაარღვია და არავის უნდა ეპატიოს ეს დამოკიდებულება, – ასე ეხმაურება დედაქალაქის მერი, კახა კალაძე პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწების მორიგ ჯერზე გავრცელებულ ფაქტს.
„ფარულ ჩანაწერებზე ჩემი პოზიცია იცით, რომ ჩემთვის ეს კატეგორიულად მიუღებელია. აუცილებლად უნდა მოეთხოვის პასუხი იმ ადამიანებს, ვინც კანონი დაარღვია და არავის უნდა ეპატიოს ეს დამოკიდებულება. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოწოდების სიმაღლეზეა”, – განაცხადა კახა კალაძემ.
შეგახსენებთ, ინტერნეტსაიტებზე დეპუტატის პირადი ცხოვრების ამსახველი კიდევ ერთი ჩანაწერი გავრცელდა.
როგორც ცნობილია, პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო კადრები სოციალურ ქსელში ორი კვირის წინ მირიან მჟავანაძის სახელით აიტვირთა.
ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გასაჯაროების ფაქტზე გუშინ ერთი პირი დააკავეს. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ განაცხადა. ნათია მეზვრიშვილის თქმით, დაკავებული არასრულწლოვანია. მისი განცხადებით, ამ ეტაპზე პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების ინტერნეტსივრცეში კიდევ ერთხელ გავრცელების შემკვეთი არ იკვეთება.