ეკა ბესელიას ვამხელ ბოლომდე, სანამ ქართული პოლიტიკიდან არ ჩაირეცხება

ეკა ბესელიას ვამხელ ბოლომდე, სანამ ქართული პოლიტიკიდან არ ჩაირეცხება

"ეკა ბესელია არის ყველაზე უზნეო ქალი, ვისაც კი ვიცნობ ! – ასე ეხმაურება ჟურნალისტი ელისო კილაძე სოციალურ ქსელში ეკა ბესელიას მიერ გაკეთებულ განცხადებას.

"ეკა ბესელია არის ყველაზე უზნეო ქალი, ვისაც კი ვიცნობ ! 2015 წელს ოფისში მომიტანეს მისი პირადი ცხოვრების ფირი, ისე გადავეცი ხუთი პირი გამოძიებას, არც ერთხელ მისი გვარი არ მიხსენებია. სასამართლო პროცესზეც მოწმე ვიყავი და მე ვუწყობდი ტერორს, თუ ის პირები ვინც აშანტაჟებდნენ?! ბესელიას გვარი გავასაჯაროვე მხოლოდ მას შემდეგ, როცა საპროცესო გარიგებაზე მისცა თანხმობა ფირის მომტან პირებს! ტერორს ვუწყობდი? - დიახ, ვუწყობდი, როცა ვამხელდი მას კორუფციაში და ვამხელ ბოლომდე - სანამ ბესელია ქართული პოლიტიკიდან არ ჩაირეცხება !!!!!! ” – წერს ელისო კილაძე.

შეგახსენებთ, დღეს ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ ელისო კილაძე მასზე მორალურ ტერორს ახორციელებს.