აღარ მუშაობს თქვე ტვინდაბნელებულებო, აღარ, ეგეთი ანგარიშსწორება, გულისრევა მჭირს ამ მარაზმზე

აღარ მუშაობს თქვე ტვინდაბნელებულებო, აღარ, ეგეთი ანგარიშსწორება, გულისრევა მჭირს ამ მარაზმზე

პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებას ჟურნალისტი ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში ეხმაურება: "უკვე კი აღარ ვბრაზდები, გულისრევა მჭირს ამ მარაზმზე, როგორ უტვირთავენ ადამიანებს პირადი ცხოვრების კადრებს… აღარ მუშაობს, თქვე ტვინდაბნელებულებო, აღარ, ეგეთი ანგარიშსწორება! შეუშვით მაგ თავებში, ვინც ამას აკეთებთ!“ - წერს გრიგოლია.

როგორც ცნობილია, პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო კადრები სოციალურ ქსელში ორი კვირის წინ მირიან მჟავანაძის სახელით აიტვირთა. ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გასაჯაროების ფაქტზე გუშინ ერთი პირი დააკავეს. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ განაცხადა. ნათია მეზვრიშვილის თქმით, დაკავებული არასრულწლოვანია. მისი განცხადებით, ამ ეტაპზე პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების ინტერნეტსივრცეში კიდევ ერთხელ გავრცელების შემკვეთი არ იკვეთება.