ათას უტვინოსთან მიხდება შეხვედრა და დავით მაღრაძესთან შეხვედრა რა პრობლემაა?

ათას უტვინოსთან მიხდება შეხვედრა და დავით მაღრაძესთან შეხვედრა რა პრობლემაა?

საპარლამენტო უმრავლესობის წევრისთვის, ზაზა პაპუაშვილისთვის ამ ეტაპზე საზოგადოებრივი მოძრაობა "დაიცავი საქართველოს" გეგმები უცნობია. შესაბამისად, დეპუტატი ვერ ამბობს, გახდება თუ არა დავით მაღრაძის გუნდის წევრი.

"დავით მაღრაძე ჩემთვის ერთ-ერთი უძვირფასესი ადამიანია, რომელსაც უზარმაზარ პატივს ვცემ. დიდი ქარტეხილები გამოგვივლია ერთად. მთები თუ არ გადაგვიდგამს, "დაიცავი საქართველო" და "საქართველო უპირველეს ყოვლისა" - ასე დავაბიჯებდით სააკაშვილის რეჟიმის დროს. მე არ ვიცი, დავით მაღრაძემ ახალ წამოწყებას რა კუთხით შეხედა და როგორ აქვს ჩაფიქრებული, შესაბამისად, მირჩევნია ვნახო მისი ხედვა. "დაიცავი საქართველო" ადრე რა იყო - ვიცი. ახლა რა კუთხით შეხედა და რა აქვს ჩაფიქრებული დათოს, ამას კარგად მოსმენა და გაგება სჭირდება. ადამიანში გონიერებას, სიმშვიდეს და ერთგულებას, ვაფასებ, ვაღმერთებ! დათო მაღრაძე ცუდს რატომ იტყოდა? მაგრამ ჩვენს შორის საუბარი არ შემდგარა", - განაცხადა ზაზა პაპუაშვილმა "2020NEWS" -სთან საუბარში.

კითხვაზე, ხომ არ აპირებს დავით მაღრაძესთან შეხვედრას ამ თემაზე სასაუბროდ, პაპუაშვილი პასუხობს: "როგორ შეიძლება მე ვინმესთან შეხვედრის პრობლემა მქონდეს? ათას უტვინოსთან მიხდება შეხვედრა და დავით მაღრაძესთან შეხვედრა რა პრობლემაა? - აცხადებს პაპუაშვილი.

შეგახსენებთ, დავით მაღრაძე თავისუფლებისთვის მებრძოლებს 13 აპრილს ფილარმონიაში ეპატიჟება.