სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულის მალხაზ კობაურის საქმე შესაძლოა, სტრასბურგის ევროპულ სასამართლოში შევიდეს. აღნიშნულის შესახებ “2020NEWS” კობაურის ადვოკატმა ალექსი კობაიძემ განუცხადა.
„სტრასბურგის სასამართლოში სამართლებრივად ეს პროცესი არ საჩივრდება, თუმცა ვნახოთ, პროცესუალურად რა იქნება შემდგომ ინსტანციებში. გამორიცხული არაფერია,“- განაცხადა კობაიძემ.
ცნობისთვის სმიტების მკვლელობაში ბრალდებულს დღეს გორის რაიონულმა სასამართლომ უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
შეგახსენებთ, რაიან და ლორა სმითების და მათი 4 წლის ვაჟის ცხედრები ხადის ხეობაში 2018 წლის ივლისში აღმოაჩინეს. პოლიციამ მალევე 19 წლის მალხაზ კობაური დააკავა. კობაური დანაშაულს არ აღიარებს.