“შენების მოძრაობის” ლიდერის დავით უსუფაშვილის თქმით, საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი დაიღალა და "ყელში ამოუვიდა" ყველაფერი , რაც ხდება.
“უნდა დასრულდეს „ოცნების“ მმართველობა, მაგრამ არა „ნაცმოძრაობის“ დაბრუნების ხარჯზე. შესაბამისად, ჩვენი რაიმე ტიპის კოალიციური ურთიერთობა 2020 წლის არჩევნების კონტექსტში გამორიცხულია „ნაცმოძრაობასთან“ და „ოცნებასთან“. ვერ მოგართვით ბატონებო „მიშისტებო“ და „ბიძინისტებო“ რომ თქვენს დაკრულზე ვიცეკვო. მე მინდა სწორად მოვიქცეთ ქვეყნისთვის. სწორი და მძიმე გზით სიარულს ვაპირებ”, -განაცხადა დავით უსუფაშვილმა.