ტაქსის მძღოლებმა რუსთაველის გამზირზე გზა გადაკეტეს. აქციის მონაწილეები სადგურის მოედანზე შეიკრიბნენ და რუსთაველზე, პარლამენტის შენობისკენ მსვლელობა მოაწყეს. აქციის ერთ-ერთი მონაწილე კი შეუძლოდ გახდა. ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა მივიდა.
შეგახსენებთ, თბილისში მომუშავე ტაქსისტების ნაწილი სხვადასხვა ახალ რეგულაციას, ძირითადად კი, მანქანების თეთრად შეღებვის ვალდებულებას აპროტესტებს და ამის შესასრულებლად დროის გადავადებას ითხოვს.