ახალგაზრდა, ვინც ბესელიას პირადი ცხოვრების კადრები გაავრცელა მირიან მჟავანაძეა

ახალგაზრდა, ვინც ბესელიას პირადი ცხოვრების კადრები გაავრცელა მირიან მჟავანაძეა

გაირკვა იმ პირის ვინაობა, ვინც აღნიშნული კადრები გასულ ღამეს გაავრცელა. სამართალდამცავებმა მირიან მჟავანაძე ბათუმში დააკავეს. ჯერჯერობით უცნობია თუ რა მოტივით გაავრცელა მან აღნიშნული კადრები. დაკავებულის მამა ამბობს, რომ არ იცის, როგორ მოხვდა მის შვილთან დეპუტატის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალა.

„ჩხრეკა მიმდინარეობდა ჩემს სახლში, მაგრამ ბავშვი იყო ბათუმის ახლომდებარე სოფელში და იქიდან აიყვანეს. ჩვენთან მოვიდნენ, მაგრამ იქ გადავამისამართეთ. რატომ გაავრცელა არ ვიცი, ან საიდან შევიდა მასთან, არ ვიცი. 19 წლისაა ჩემი შვილი “, - ამბობს დაკავებულის მამა.