„გირჩის" დამფუძნებლის ზურაბ ჯაფარიძის თქმით, მისი პარტიის ერთ-ერთმა წევრმა შემთხვევით ნახა, რომ პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერები Youtube-ზე საჯაროდ იყო განთავსებული, რის შესახებაც მათმა დეპუტატობის კანდიდატმა საჯაროდ განაცხადა ტელეკომპანია „იმედის" ეთერში. ჯაფარიძის თქმით, სანამ ვიდეო წაიშლებოდა, ის 10 000-ზე მეტ ადამიანს ჰქონდა ნანახი.
„გუშინ მთავარი ამბავი იყო, რომ მდინარაძეს შეეშალა და ეკა ბესელიას შესახებ დაწერილი მესიჯბოქსი შეცდომით გაუგზავნა თავად ბესელიას. ამ ამბავზე ერთ-ერთ „გირჩელს" ჰქონდა Coub-ის იდეა და კადრებს რომ ეძებდა, Youtube-ზე შემთხვევით აღმოაჩინა რაღაც შავ-თეთრი ვიდეო. მიხვდა, რომ ეს ფარული ჩანაწერი იქნებოდა. ამის შესახებ „გირჩის" მაჟორიტარმა კანდიდატმა, ჰერმან საბომ „იმედის" ეთერში საჯაროდ განაცხადა. მაგ დროისთვის ვიდეო უკვე ნანახი ჰქონდა 4 000-ზე მეტ ადამიანს, ხოლო სანამ ვიდეოს აიღებდნენ, ის ნანახი ჰქონდა უკვე 10 000-ზე მეტ ადამიანს." - განაცხადა ზურაბ ჯაფარიზემ.