„SPS სისტემის მოდერნიზაცია ვაჭრობის გამარტივებისათვის“ - პროექტის ფარგლებში, 27 მარტს, საბაჟო გამშვებ პუნქტს ,,წითელი ხიდი“, CAREC-ის ქვეყნების წარმომადგენლები ეწვივნენ.
დელეგაციის წევრებმა სასაზღვრო ინსპექციის პუნქტი დაათვალიერეს და ადგილზე გაეცნენ სანიტარიულ, ფიტოსანიტარიულ და ვეტერინარულ სასაზღვრო კონტროლის პროცედურებს.
„წითელ ხიდზე“ სტუმრებს შემოსავლების სამსახურის საბაჟო და საერთაშორისო დეპარტამენტების წარმომადგენლები ახლდნენ.
CAREC-ის ქვეყნების წარმომადგენლები, საქართველოში, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მხარდაჭერითა და აზიის განვითარების ბანკის (ADB) დაფინანსებით, 25-27 მარტს, სამუშაო შეხვედრის „მავნე ორგანიზმებზე რეგიონალური ზედამხედველობის პოლიტიკის საკითხებზე დიალოგი“- ფარგლებში იმყოფებოდნენ.
ვიზიტის მიზანს, CAREC-ის ქვეყნებს შორის ფიტოსანიტარიული მიმართულებით, მავნე ორგანიზმებზე ზედამხედველობის კუთხით, გამოცდილებისა და სიახლეების გაზიარება და ერთობლივი კონცეფციის შემუშავება წარმოადგენდა.