მოძრაობა "დაიცავი საქართველოს" ლიდერი საზოგადოებას 13 აპრილს ფილარმონიაში შეკრებაზე ეპატიჟება. დღეს გაკეთებულ საგანგებო განცხადებაზე დავით მაღრაძემ საზოგადოებას მოუწოდა, რომ თავისუფლებისთვის ბრძოლა უკვე დასაწყებია.
"მათ ვისაც მიაჩნია, რომ მზად არის თავისუფლებისთვის, ვინც ფიქრობს, რომ ივანიშვილი-სააკაშვილის რეჟიმისგან გათავისუფლების დრო მოვიდა და ვინც ფიქრობს, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება, ყველას გეპატიჟებით "დაიცავი საქართველოს" საგანგებო შეკრებაზე ფილარმონიაში", - განაცხადა დავით მაღაძემ. მისივე თქმით, ამ პროცესში მნიშვნელოვანია ახალგაზრდების მონაწილეობა ამ პროცესში. "გისურვებთ, გათენდეს თავისუფალი ხვალინდელი დღე საქართველოში", - აცხადებს მაღრაძე.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ დავით მაღრაძემ "დაიცავი საქართველო" გააცოცხლა. მაღრაძე თანამოაზრებთან ერთად ახალ საზოგადოებრივ მოძრაობას იწყებს.