ბიძინა ივანიშვილს საარჩევნო სიაში ჩემი ჩასმა უნდოდა, თუ არა, თავად თქვას

ბიძინა ივანიშვილს საარჩევნო სიაში ჩემი ჩასმა უნდოდა, თუ არა, თავად თქვას

უმრავლესობის ყოფილი წევრი  ეკა ბესელია კომენტარს აკეთებს უმრავლესობის წევრების განცხადებაზე, რომ 2016 წელს ბიძინა ივანიშვილს საარჩევნო სიაში ეკა ბესელიას ჩასმა არ სურდა. როგორც დეპუტატი ამბობს, ეს ბიძინა ივანიშვილმა უნდა თქვას. რაც შეეხება პარტია „ქართულ ოცნებაში“ ყოფნას, მას არავის რეკომენდატორობა არ სჭირდებოდა.

„იმ ადამიანს გამბედაობა ეყოფა, ვისკენაც მიმართული იყო ეს გზავნილი და მან უპასუხოს ამ კითხვას- იყო თუ არა ამის მომხრე ან წინააღმდეგი. პირადად მე, არავის რეკომენდატორობა არ მჭირდებოდა 2016 წელს ჩემს პარტიაში ვიქნებოდი თუ არა, მაგრამ საინტერესოა, ვინ იყვნენ ზარდიაშვილ-მდინარაძის რეკომენდატორები და იქნებ, საზოგადოებას მოუყვნენ. ნაციონალური ბნელეთიდან გამოქცეული ადამიანების რეკომენდატორები ვინ იყვნენ? - საინტერესოა ხომ? “, – განაცხადა ეკა ბესელიამ.