ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია საკუთარი საცხოვრებელი სახლის გაქურდვის ფაქტზე კომენტარს არ აკეთებს.
როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ეს მისი პირადი ცხოვრებაა და არ სურს ამაზე საუბარი.
"თქვენს კითხვაზე ვერ გიპასუხებთ იმიტომ, რომ ეს ჩემს პირად ცხოვრებას ეხება, ჩემი პირადი საკითხია და ამიტომ ვიტოვებ მოქალაქეობრივ უფლებას, რომ ჩემს პირად საკითხზე არ გიპასუხოთ."- განაცხადა ქობულიამ.
არსებული ინფორმაციით, წყნეთში, ეკონომიკის მინისტრის სახლი გაქურდეს.