პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეოჩანაწერის „იუთუბიზე“ ატვირთვის ფაქტზე მოზარდია დაკავებული. შს მინისტრის მოადგილის ნათია მეზვრიშვილის თქმით, მოზარდი ჩადენილ ქმედებას აღიარებს.
სამინისტროს მაღალჩინოსანი აცხადებს, რომ ამოღებულია მობილური ტელეფონი.
"აქ პირადი ინტერესი არ იკვეთება. დაკავებულია რიგითი მოქალაქე, რომელმაც ვიდეო „იუთუბიზე“ ატვირთა. არ იკვეთება შემკვეთი. სამწუხაროა, როდესაც საზოგადოების და ზოგიერთი პარტიის მხრიდან ისმის მოწოდებები იმის შესახებ, თითქოს გარკვეული ქმედებები არ უნდა ისჯებოდეს, რომ თითქოს გადაგზავნა არის უფრო ნაკლები დანაშაული, ვიდრე "იუთუბიზე" ატვირთვა. ამ ადამიანებმა კარგად უნდა გააცნობიერონ, რომ როდესაც ასეთ განცხადებებს აკეთებენ, ეს შეიძლება დანაშაულის წამახალისებელი აღმოჩნდეს. შენახვა, გადაგზავნა, ატვირთვა ეს არის დანაშაული", - აცხადებს მეზვრიშვილი.