"ვნანობ, რომ დიდხანს ვცხოვრობ, ყოველდღე ვითვლი, რომ რაღაც იქნება"

ქართული კინოსა და თეატრის მსახიობი ნოდარ მგალობლიშვილი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა. იგი იყო საქართველოს დამსახურებული არტისტი 1976 წლიდან და სახალხო არტისტი 1979 წლიდან. 2001 წელს უარი თქვა მაშინდელი პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის მიერ გადაცემულ ღირსების ორდენზე. მან განაცხადა, რომ არ სურდა ღირსების ორდენი ისეთი რეჟიმის მხრიდან, რომელმაც მას ღირსება წაართვა და აიძულა, უკიდურეს გაჭირვებაში ეცხოვრა.

ნოდარ მგალობლიშვილს დარჩა მეუღლე, ვაჟიშვილი, ორი შვილიშვილი და ორი შვილთაშვილი.

"ვნანობ, რომ დიდხანს ვცხოვრობ, ყოველდღე ვითვლი, რომ რაღაც იქნება, დავუძახებ – მოვდივარ, დამხვდი" – ამბობდა ის ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში.