ჩამოსულები ტიროდნენ - გერმანიიდან საქართველოს 100-მდე მოქალაქე გამოაძევეს

ჩამოსულები ტიროდნენ - გერმანიიდან საქართველოს 100-მდე მოქალაქე გამოაძევეს

რეადმისიის ფარგლებში, გერმანიიდან საქართველოს 100-მდე მოქალაქის დეპორტაცია მოხდა. ისინი საქართველოში სპეციალური რეისით უკვე ჩამოვიდნენ. როგორც "პალიტრა ნიუსს" "ფრონტექსის" მონიტორინგის სამსახურის დამკვირვებელმა ირმა ცირამუამ განუცხადა, გამოძევებულთა შორის ძირითადად არიან ოჯახები. ევროპის ქვეყნებიდან საქართველოს მოქალაქეების დეპორტაცია პერიოდულად ხორციელდება.