"ქრისტიანობა და პატრიარქი კი არა, პატრიოტიზმიც დასაცინი გახდა"

"მე მაქვს ჩემი პასუხი, რატომ არ არის ჩვენი ხალხი ბედნიერი. შეიძლება ბევრი შემედავოს, შეიძლება ბევრი არ დამეთანხმოს, მაგრამ მე ამას ვფიქრობ.

ჩვენმა ხალხმა დაკარგა თავისი ისტორიული მისია... დღესდღეობით გაიხედ-გამოიხედეთ რა მდგომარეობაა. არათუ ქრისტიანობა და პატრიარქი, თვით სიტყვა პატრიოტიზმიც კი გახდა ცოტათი დასაცინი და ცოტათი არატრენდული, ასე ვთქვათ. მივყვეთ ჩვენს ისტორიას. 2.5 მილიონმა ადამიანმა აირჩია ზვიად გამსახურდია... ამ უსამართლობის განცდას ყველა მთავრობის მხრიდან მოყვა ის, რომ დამარცხებული ერის სინდრომს გვინერგავენ. მოყოლებული შევარდნაძის დროიდან. თითქოს ჩვენ ხალხმა წავაგეთ ომი, თითქოს ხალხმა დავხოცეთ ერთმანეთი სამოქალაქო ომში, თითქოს ხალხმა დავკარგეთ სამაჩაბლოც და დავიტეხეთ უბედურება. ყველა ტრიბუნიდან გვაგონებენ, რომ ჩვენ ქართველები ვართ ცუდები, გაუტანლები ვართ...

არ არის ეს ასე. მინდა პირდაპირ გამოვაცხადო ეს. ჩვენ ხალხი ვართ ბრძენი. ხალხმა შევინარჩუნეთ შუა საუკუნეებში ვეფხისტყაოსანი. შეიძლება ბევრმა არ იცით, მაგრამ გამოჰქონდათ და საჯაროდ წვავდნენ კოცონებზე... ხალხს რაც შეგვიძლია ვაკეთებთ. მივმართავ ხელისუფლებას, თქვენ შევარდანძის მმართველობიდან დღემდე მოყოლებული რას აკეთებთ ხალხისთვის? როდის გახსენდებათ ხალხი? არჩევნების წინ", - განაცხადა მაია სტეფნაძემ.

ბ ა ტ ო ნ ი 420 ხეთა გადარგვის გარდა,
სხვა არაფერი ხდება,
გადარგავენ და გახმა,
ყველა დიდი ხე ხმება,
ჩემი ყლის გარდა არ გაიხარარებს სხვა არაფერი.....
ნიადაგია ესეთი თურმე...
ხეც კი ვერ იტანს სხვა კუთხის დუმებს...
6 წლის უკან