ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნული სიმფონიური ორკესტრი პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს, კულტურის მინისტრ მიხეილ ბატიაშვილს და ეკონომიკის მინისტრს გიორგი ქობულიას მიმართავს თხოვნით, თბილისის საკონცერტო დარბაზში დააბრუნონ.
როგორც ორკესტრის ხელმძღვანელმა ნიკოლოზ რაჭველმა განაცხადა, ორკესტრი იმსახურებს, რომ მუდმივი სარეპეტიციო ადგილი ჰქონდეს, სადაც შეძლებს საინტერესო და მრავალფეროვანი კონცერტების ჩატარებას.
"ეს ორკესტრი, რომელსაც 100 წლის ტრადიცია აქვს და ყველა დროში იყო უმნიშვნელოვანესი ჩვენი კულტურისათვის, იმსახურებს, რომ ჰქონდეს დარბაზი. ეს არის მრავალი წლის პრობლემა და ტკივილი. რატომ ფილარმონია? - სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის სიმფონიური კოლექტივი, ფილარმონიული დარბაზის კოლექტივი ფილარმონიული დარბაზის რეზიდენტია. მსოფლიოში ჩვენი ორკესტრი მოხსენიენულია, როგორც საქართველოს ფილარმონიული ორკესტრი. თვითონ ეს სიტყვაც დარბაზისა და სიმფონიური ორკესტრის შესაბამისი სიტყვაა. მას შემდეგ, რაც გავიგეთ, რომ ამჟამინდელ მმართველ ჯგუფს შეუწყდა ხელშეკრულება, სახელმწიფომ გადაწყვიტა, რომ განაახლოს ფილარმონიის ბედი, ჩვენ სამართლიანად მივმართეთ მათ და საზოგადოებას მხარდაჭერისთვის, რათა ჩვენ დაგვაბრუნონ ფილარმონიაში, დარბაზში, რომელიც ჩვენი ორკესტრისთვის აშენდა", - წერს სოციალურ ქსელში ნიკოლოზ რაჭველი.
მისი თქმით, საკონცერტოდ სივრცის დასაქირავებლად მინიმუმ 15.000 - 25.000 ათასი ლარი უნდა იშოვნონ, ხოლო ზოგ სახელმწიფოს კუთვნილ დარბაზში ფულის გადახდითაც არ გვიშვებენო.
„მაშინ, როდესაც ჩვენი ეროვნული ორკესტრი წარმატებით გამოდის ჰამბურგის, ბერლინის, ფრანქფურტის, პარიზის, პეტერბურგის, სტრასბურგის, ამსტერდამის, ტალინის ფილარმონიებში საკუთარ სამშობლოში სამოღვაწეოდ დარბაზი არ გვაქვს. მოკლედ, მაგრად "ტეხავს" ჩემო სამშობლოვ, მაგრად..." - წერს ნიკა რაჭველი.
ხეები
ხეები
ხეები ჩქარა!
წაით იქანა და გინდ დუხოი მუსიკა დაუკარით, გინდაც შშალლახო......