,,სოფლის მხარდაჭერის

,,სოფლის მხარდაჭერის" პროგრამის ფარგლებში კრებების ჩატარება დაიწო

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ,,სოფლის მხარდაჭერის" პროგრამის ფარგლებში კრებების ჩატარება დაიწო. მერის მიერ შექმნილი 5 სამუშაო ჯგუფი ერთდროულად მუშაობდა მახინჯაურის, ფერიის, შარაბიძეების, მაჭახელას და თხილნარის ადმინისტრაციული ერთულების 12 სოფელში.

◊ მოქალაქეების ძირათი მოთხოვნა შიდა სასოფლო გზების მოწესრიგების მიზნით მზა ბეტონის მიწოდებაზეა.

◊ ცენტრალურ გზებზე სანიაღვრე არხების მოწყობა მოითხოვა სოფელ მნათობის და აგარის მოსახლეობამ.

◊ თხილნარის მოსახლეობამ სოფლის ცენტრში ინფრასტრუქტურული ღონისძიებების განხორციელებას მიანიჭა უპირატესობა.

◊ მზა ბეტონთნ ერთად ჩიქუნეთის მოსახლეობამ წყლის მილი, ხოლო ყოფილი ახალშენის მეურნეობის მაცხოვრებლებმა განათების მოწყობა მოითხოვეს.

◊ მახინჯაურის ადმინისტრაციულ ერთეულში მუნიციპალიტეტის მერთან ერთად კრებაში მონაწილეობა მიიღო აჭარის არ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საქმეების დეპარტამენტის უფროსმა - ბადრი კობალაძემ, რომელმაც მოსახლეობას ჯანდაცვის სამინისტროს მიერ 2019 წელს განსახორციელებელი პროგრამები გააცნო.

მუნიციპალიტეტში პროგრამის ბიუჯეტი 968 000 ლარია, თანხა სოფლებზე მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით განაწილდება.

სოფლის კრებები ხელვაჩურში 02 აპრილს დასრულდება.