დღეს, მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების ინიციატივითა და ორგანიზებით ხელვაჩაურის სახელოვნებო სკოლაში რიჩარდ ჭინკაძის მხარდასაჭერი საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა. ღონისძიებას ადმინისტრაციულ ერთეულებში მერიის წარმომადგენლებიც შეუერთდნენ.
რიჩარდი 2 წლის წინ, ავარიას გადაურჩა და დღემდე სარეაბილიტაციო კურსს გადის.
საქველმოქმედო კონცერტიდან შემოსული მთლიანი თანხა რიჩარდის ოჯახს გადაეცა.
ანალოგიური ღონისძიებების ჩატარება მუნიციპალიტეტში არსებულ სოფლის კლუბებში მომავალშიც გაგრძელდება.