წითელ ხიდზე არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები გამოავლინეს

წითელ ხიდზე არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები გამოავლინეს

22 მარტს, საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,წითელი ხიდი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, აზერბაიჯანის მოქალაქის ა.კ-ს სხეულის სკანერით დათვალიერების შედეგად, 8,647.84 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები (წონა 134.7 გრამი) გამოავლინეს.

საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, სამართალდამრღვევ მოქალაქეს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა 8,647.84 ლარის ოდენობით შეეფარდა.