„არავითარი “კლანი“ სასამართლო სისტემაში არ არსებობს! კლანი ზოგადად ასოცირდება დანაშაულთან….”

„არავითარი “კლანი“ სასამართლო სისტემაში არ არსებობს! კლანი ზოგადად ასოცირდება დანაშაულთან….”

კლანზე საუბარი გამორიცხულია. ეს არის სასამართლო კორპუსი, რომელმაც იგრძნო, რომ არის დამოუკიდებელი ხელისუფლება, – ამის შესახებ სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლე ლევან მურუსიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„არავითარი “კლანი“ სასამართლო სისტემაში არ არსებობს. კლანი ზოგადად ასოცირდება დანაშაულთან. 2012 წლის შემდეგ ამ ე.წ. კლანს ვისაც ეძახით – იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ და მთლიანად სასამართლო კორპუსმა – დადო ისეთი შედეგი, რომელიც არ ჰქონია სასამართლო სისტემას საქართველოს არსებობის ისტორიაში. ყველაზე ნათელი შედეგი არის ის, რომ 11-ჯერ შემცირდა სტრასბურგში მიმართვიანობა. როგორ შეიძლება კლანი ვუწოდოთ იმას, რომელმაც 11-ჯერ შეამცირა სტრასბურგში გასაგზავნი საქმეების რაოდენობა და ყველა მიმართულებით სასამართლოს აქვს წარმატება. ამიტომ, „კლანზე“ საუბარი გამორიცხულია. ეს არის სასამართლო კორპუსი, რომელმაც იგრძნო, რომ არის დამოუკიდებელი ხელისუფლება და შესაბამისად, სასამართლოს დამოუკიდებლობასთან დაკავშირებთ, ცდილობს თავისი ინტერესები წარმოაჩინოს,“ – განაცხადა მურუსიძემ.