ჯეკ შეფარდის დიდ ბრიტანეთში ექსტრადირებას დათანხმდა

ჯეკ შეფარდის დიდ ბრიტანეთში ექსტრადირებას დათანხმდა

ჯეკ შეფარდი ექტსრადირებას დაეთანხმა. პოზიცია ბრალდებულმა ცოტა ხნის წინ, საქალაქო სასამართლოში სიტყვით გამოსვლისას დააფიქსირა და თქვა, რომ ის მზადაა საკუთარი უდანაშაულობა ბრიტანულ სასამართლოში დაამტკიცოს. სხდომა კვლავაც გრძელდება. უცნობია თუ როდის გადასცემს ქართული მხარე გაერთიანებულ სამეფოს მის მოქალაქეს.

„მინდა ვიმოქმედოთ ისე, რომ ყველაფერს ნათელი მოეფინოს, რათა დავუბრუნდე ჩემს ოჯახს და ჩემს ვაჟს,“-განაცხადა სასამართლო პროცესზე ჯეკ შეფარდმა.

ჯეკ შეფარდი საქართველოში გასული წლის მარტიდან იმალებოდა. ბრიტანეთის დატოვება კი მას შემდეგ გადაწყვიტა რაც მისი მეგობარი გოგონა მისივე თქმით, უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა.

შეფარდი ბრიტანეთის სასამართლომ დაუსწრებლად არაგანზრახ მკვლელობაში დამნაშავედ სცნო. ამ დროისთვის პროცესი სააპელაციო სასამართლოში მიმდინარეობს.