მამუკა მდინარაძემ მესიჯი შემთხვევით ეკა ბესელიას გაუგზავნა -

მამუკა მდინარაძემ მესიჯი შემთხვევით ეკა ბესელიას გაუგზავნა - "ეს მართლა არაკაცები"

მე ნუ მომთხოვთ პასუხს ამ გზა-კვალ არეული პატარა ბიჭების უმწიფარი, გამოუცდელი და სახელმწიფო სადავეებთან არმისაშვები ადამიანების კომენტარებზე იმიტომ, რომ მე მათზე პასუხს ვეღარ ვაგებ, მათზე პასუხი აგოს ბიძინა ივანიშვილმა, როგორმე უშველოს იქნებ მათ - ასე ეხმაურება ეკა ბესელია ყოფილი თანაგუნდელების მიერ დღეს მისი მისამართით გაკეთებულ განცხადებებს.

ბესელიამ შეტყობინებაც გაახმოვანა რომელიც მისი თქმით, მამუკა მდინარაძისგან შემთხვევით მიუვიდა:

"ეს მე, რომ არ მეხებოდეს, არ მჩვევია ხოლმე მესიჯების გახმოვანება. ეს ვისი ხელწერაცაა კარგად არის უკვე ცნობილი. "სქრინშოტები", ჩაწერები, მესიჯებით საუბარი. ეს მესიჯი მე მეხება და ამიტომ გეტყვით. თქვენთან ჩართვის წინ, ბედის ირონია რა არის ნახეთ - მამუკა მდინარაძე, რომელიც უგზავნიდა როგორც ჩანს, რამდენიმე ადამიანს მესიჯს, ჩემთან დაკავშირებით, რომელიც მომზადდა იქ, სადაც მზადდება ხოლმე მესიჯები, გამოაგზავნა ჩემს ტელეფონზე, სადაც ეწერა ეკა ბესელია და იწყებოდა ლანძღვა-გინება.

რა უნდა ილაპარაკონ ეკა ბესელიაზე და რომ წავიკითხე მივხვდი, რომ შეცდომით გამოაგზავნა ჩემთან უბრალოდ, ჩემთან დაკავშირებით შემუშავდა მესიჯი. იმიტომ დამწკრივდნენ ეს უმწიფარი ბიჭები, მართლა არაკაცები და აკეთებენ ამ მართლა სამარცხვინო კომენტარებს და რატომ გავს იცით ეს კომენტარები ერთმანეთს? ამ მესიჯებში ის წერია რაც გახმოვანდა", - განაცხადა ბესელიამ დიანა ტრაპაიძის "დღის ამბებში".

 

ბ ა ტ ო ნ ი 420 აი როგორ იმართება ქუეყანა ესე მესიჯებით ხიხოსა ზედა თანა და ზებრა მისი არის მათი იმედი და მოციქული... აღსდექ საბრალო დაღდასმულო,
ქუეყანა ბიძოს მონების,
ინტერნაციო....................ებს
5 წლის უკან
ბ ა ტ ო ნ ი 420 -------
ცდილობენ, მაგრამ მაინც ვერ შეძლებენ ვინცხას ბოლომდე გადაუღუნონ, საამისოდ ძალა არ ეყოფათ, ძალა და გადასაღუნად საჭირო რესურსი...
5 წლის უკან