მთლიანად პარლამენტია სახლში გასაშვები და არა კობახიძე

მთლიანად პარლამენტია სახლში გასაშვები და არა კობახიძე

„კობახიძის განცხადებებზე კომენტარის გაკეთება უკვე პოლიტიკოსის თემა აღარ არის, ეს უფრო სხვა სფეროს წარმომადგენლებმა უნდა გააკეთონ, იმდენად არაადეკვატური განცხადებები კეთდება მისი მხრიდან," - ასე აფასებს დეპუტატი დავით ჭიჭინაძე „რეზონანსთან" საუბრისას პარლამენტის თავმდჯომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას, სადაც მან დეპუტატი ეკა ბესელია კიდევ ერთხელ გააკრიტიკა.

ჭიჭინაძის აზრით, მსგავსი განცხადებების მოსმენა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე საზოგადოებას არ უნდა მოუწიოს. მისი თქმით, კობახიძის პოლიტიკიდან წასვლით „ქვეყანა დაისვენებს".

„რაც შეეხება ხელის გაწვდენას, ეს კობახიძეს სჭირდება ვიღაც, რომ ხელი გაუწოდოს და პოლიტიკიდან გაიყვანოს. ქართული პოლიტიკაც დაისვენებს, მისი პერსონაც და ზოგადად, ქვეყანაც დაისვენებს.

„კობახიძე ვერ ათვიცნობიერებს, თუ რა თანამდებობა უკავია. ყველა მისი წინამორბედი, ვინც კი იყო პარლამენტის თავმჯდომარე უახლეს ისტორიაში, არავის ლექსიკონში და ქცევაში ასეთი რამ არ იყო. ყველა პარლამენტის თავმჯდომარე დეპუტატების მხრიდან მეტ-ნაკლებ პატივისცემას იმსახურებდა. ამ ადამიანმა მოახერხა ის, რომ მხოლოდ რაღაც ათკაციანი ჯგუფის პარლამენტის თავმჯდომარეა.

„ეს უკვე ბიძინა ივანიშვილის პრობლემაა, რადგან პარლამეტს სჭირდება კარგი თავმჯდომარე, საპარლამენტო რესპუბლიკაში განსაკუთრებით. ასეთი თავმჯდომარეა და ამიტომაც გვყავს ასეთი პარლამენტი და ასეთი მთავრობა. გააგრძელებს და ადრე თუ გვიან ისეთ შეფასებას მიიღებს, რომელიც მისი ფსიქიკისთვის ძალიან მძიმე გადასატანი იქნება," - აღნიშნა ჭიჭინაძემ.

იგი მიიჩნევს, რომ „პარლამენტი სახლშია გასაშვები", რის შედეგადაც პარლამენტის თავმჯდომარეც დატოვებს თანამდებობას და შესაძლოა კობახიძე საერთოდ პოლიტიკიდან წავიდეს.

„კობახიძემ მოახდინა მთელი ამ პარლამენტის დისკრეტიდაცია. პარლამენტია სახლში გასაშვები. რატომ უნდა იყვნენ ეს ადამიანები კიდევ წელიწადნახევარი და რატომ უნდა ცხოვრობდნენ ჩვენი ამომრჩევლის ხარჯზე? ჩვენ ვისმინოთ კობახიძის ასეთი გაუწონასწორებელი განცხადებები წელწადნახერვარი, მგონი ზედმეტად ძვირი სიამოვნებაა. პარლამენტია სახლში გასაშვები და არა კობახიძე. პარლამენტი, რომ წავა სახლში, იმედია კობახიძე საერთოდ პოლიტიკიდან წავა," - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

ცნობისათვის, პარლამენტის თავმჯდომარემ ეკა ბესელია მწვავედ გააკრიტიკა და ამასთანავე, მის გარკვეული დახმარების გაწევის აუცილებლობაზე ისაუბრა.

„ჩემი მხრიდან არ იქნება სწორი ეკა ბესელიასთან პოლემიკაში შესვლა. პირიქით, მას სჭირდება თანადგომა. ხელი უნდა გავუწოდოთ, რომ გამოვიდეს იმ რთული მდგომარეობიდან, რომელშიც არის. ეს არ არის ირონიით ნათქვამი. მას სჭირდება არა პოლემიკა ჩვენი მხრიდან, არამედ დახმარება და თანადგომა.

„მას ცხოვრებაში აქვს თავისი პრიორიტეტები. ეს არის პირველ რიგში ძალაუფლება და მან დაკარგა ის მთავარი, რაც არის მისთვის მნიშვნელოვანი. აქედან გამომდინარე, ემოციურ ფონზე ის აკეთებს არასწორ განცხადებებს, ტანდემშია „რუსთავი 2"-თან. ჩვენ არაერთი გადაცემა ვნახეთ, რომელიც ერთად მოამზადეს და ეს ბუნებრივია, ძალიან მარტივი შეცდომებია, რომელიც საზოგადოებისთვის ძალიან თვალსაჩინოა," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ბ ა ტ ო ნ ი 420 სად სახლშია გასაშვები?
ყველანი ციხეში!!!
აი სად არის მათი ადგილი, მარა ვინ იზავს ამას, როდესაც ყველა ყელამდეა გასვრილი.........
5 წლის უკან