,,ქართული ოცნების” მიერ, შუალედურ არჩევნებზე, მთაწმინდის რაიონში წარდგენილი კანდიდატის ლადო კახაძის განცხადებით პოლიტიკური საქმიანობიოს მიუხედავად, თეთრ ხალათს არ გაიხდის და პაციენტებთან მუშაობას განაგრძობს.
“ის აქტიურობები, რომელშიც მონაწილე გამხადეთ მოვლენათა შეფასების დროს, ეს ეხებოდა ადგილობრივ თუ ზოგად პრობლემებს, ჟურნალისტების დამსახურებაა”, – აღნიშნა კახაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.
ლადო კახიძის თქმითვე, პოლიტიკური საქმიანობის მიუხედავად, ის ხალათს არ გაიხდის და პაციენტებთან მუშაობას განაგრძობს.
“პაციენტებს ჩვეულებრივ, ყოველდღიურად შევხვდები, თუმცა დრო წინ გადმოიწევს, რის გამოც ბოდიშს მოვუხდი. პარტიასთან შეთანხმებული მაქვს, რომ ხალათს არ ვიხდი“, – აღნიშნა მან.