"ბესელიას სჭირდება თანადგომა, ხელი უნდა გავუწოდოთ, ტანდემშია "რუსთავი 2"-თან"

ეკა ბესელიას ხელი უნდა გავუწოდოთ, რომ გამოვიდეს იმ რთული მდგომარეობიდან, რომელშიც არის, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა დეპუტატ ეკა ბესელიას ბოლოდროინდელ განცხადებებს.

როგორც კობახიძე აღნიშნავს, ეს არ არის ირონიით ნათქვამი. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ეკა ბესელიამ დაკარგა მისთვის მთავარი პრიორიტეტი - ძალაუფლება.

„ჩემი მხრიდან არ იქნება სწორი ეკა ბესელიასთან პოლემიკაში შესვლა. პირიქით, მას სჭირდება თანადგომა. ხელი უნდა გავუწოდოთ, რომ გამოვიდეს იმ რთული მდგომარეობიდან, რომელშიც არის. ეს არ არის ირონიით ნათქვამი. მას სჭირდება არა პოლემიკა ჩვენი მხრიდან, არამედ დახმარება და თანადგომა. მას ცხოვრებაში აქვს თავისი პრიორიტეტები. ეს არის პირველ რიგში, ძალაუფლება და მან დაკარგა ის მთავარი, რაც არის მისთვის მნიშვნელოვანი. აქედან გამომდინარე, ემოციურ ფონზე ის აკეთებს არასწორ განცხადებებს, ტანდემშია "რუსთავი2"-თან. ჩვენ არაერთი გადაცემა ვნახეთ, რომელიც ერთად მოამზადეს და ეს ბუნებრივია, ძალიან მარტივი შეცდომებია, რომელიც საზოგადოებისთვის ძალიან თვალსაჩინოა,"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.