დიდი ხანძარი ბაქოში - იწვის სავაჭრო ცენტრი და ახლომდებარე შენობები

დიდი ხანძარი ბაქოში - იწვის სავაჭრო ცენტრი და ახლომდებარე შენობები

ბაქოში, სავაჭრო ცენტრ Diqlas-ში ხანძარია. აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ხანძარი ახლომდებარე კომერციულ ფართებზეც გავრცელდა. ამ დროისთვის, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. არ ვრცელდება ცნობა დაშავებულების შესახებაც.