კობაური გაამტყუნეს, ნაფიცმა მსაჯულებმა გადაწყვეტილება მიიღეს - უვადო ციხე ან 20 წელი

კობაური გაამტყუნეს, ნაფიცმა მსაჯულებმა გადაწყვეტილება მიიღეს - უვადო ციხე ან 20 წელი

სმიტების ოჯახის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ მალხაზ კობაურის შესახებ ნაფიცმა მსაჯულებმა გამამტყუნებელი გადაწყვეტილება გამოიტანეს და ამჯერად მოსამართლემ უნდა განსაზღვროს, თუ რა ვადით მიესჯება მას პატიმრობა, 20 წლით თუ უვადოდ.

მალხაზ კობაურის ადვოკატის განცხადებით, განაჩენი უზენაეს სასამართლოში გასაჩივრდება.  პროკურორის ინფორმაციით ნაფიცმა მსაჯულებმა სრულად გაიზიარეს ბრალდების საქმეში არსებული მტკიცებულებები. საბოლოო სხდომა 27 მარტს გაიმართება, სადაც მოსამართლე სასჯელის საბოლოო ვადას განსაზღვრავს.