ნაფიცმა მსაჯულებმა, მალხაზ კობაურის სისხლის სამართლის საქმეზე გადაწყვეტილება მიიღეს. მალხაზ კობაური სმიტების მკვლელობის საქმეში დამნაშავედ ცნეს.მას შესაძლოა 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა მიესაჯოს.
გორის სასამართლოში ნაფიცი მსაჯულები მალხაზ კობაურის ვერდიქტზე ამ დრომდე მსჯელობდნენ. მანამდე მათ, ბრალდების და დაცვის მხარის სიტყვა მოისმინეს. კობაურს ბრალი რაიან და ლორა სმითების და მათი 4 წლის შვილის მკვლელობაში ედება.
შეგახსენებთ, რომ ლორა და რაიან სმიტები 4 წლის შვილთან ერთად გასული წლის ივლისში ხადას ხეობაში გარდაცვლილები ნახეს, ხოლო 7 ივლისს სამართალდამცველებმა ბრალდებულის სახით 19 წლის წმყემსი, მალხაზ კობაური დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით (დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობა) წარუდგინეს, თუმცა მოგვიანებით ბრალი ლორა სმიტზე განხორციელებული სექსუალური ძალადობის მუხლითაც დაუმძიმდა.
გამოძიების საწყის ეტაპზე მალხაზ კობაურმა დანაშაული აღიარა, თუმცა სასამართლოში ჩვენება შეცვალა და განაცხადა, რომ მასზე პოლციის მხრიდან ზეწოლა განხორციელდა. ბრალდებული სმიტების მკვლელობაში უცხო პირებს ადანაშაულებს, თუმცა მათ ვინაობას ვერ ასახელებს. ამბობს, რომ მას, როგორც მკვლელობის თვითმხილველს რეალური დამნაშავეები ოჯახის ამოწყვეტით დაემუქრნენ.