„ლადო კახაძემ პაატა ბურჭულაძის პარტიას 60 000 ლარი შესწირა“

„ლადო კახაძემ პაატა ბურჭულაძის პარტიას 60 000 ლარი შესწირა“

აქტივისტი ირაკლი კუპრაძე სოციალურ ქსელში წერს:

„მთაწმინდის ოლქში ,,ქართული ოცნების" კანდიდატი ლადო კახაძე იქნება... 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდში ლადო კახაძემ პაატა ბურჭულაძის პარტიას "სახელმწიფო ხალხისთვის" 60 000 ლარი შესწირა და ამავე პარტიის სახელით კენჭი იყარა მთაწმინდის ოლქში, სადაც მხოლოდ 618 ხმა მიიღო, თუმცა ოლქში 43 ათასი ამომრჩეველია. მასზე მეტი ხმა მოაგროვეს: სალომე ზურაბიშვილმა, ნიკა რურუამ, ნიკოლოზ ფრუიძემ, დავით თევზაძემ, ლადო სადღობელაშვილმა, თამარ კორძაიამ და გრიგოლ ბარამიძემ, აწი დაიწყება სადღეგრძელოდები, ბიძინა კარგი გახდება და დაიღვრება ცრემლი".

ბ ა ტ ო ნ ი 420 [[[[
ცრემლის რა გითხრათ მარა, მწვადი დაიყრება ოხრად და კბილის საჩიჩქნი...
5 წლის უკან