რატომ გადაპარსეს ზურაბ ჯაფარიძეს თმა - ასეთ გადაცემაში არასდროს ვყოფილვარ

რატომ გადაპარსეს ზურაბ ჯაფარიძეს თმა - ასეთ გადაცემაში არასდროს ვყოფილვარ

ვლოგი "ასე ჯობია - ნანიკო & კოტე“ მაყურებელს სიურპრიზს უმზადებს. მათ Facebook-გვერდზე გამოქვეყნდა ვიდეოს სქრინები, სადაც ჩანს, რა რისკზე წასვლა გადააწყვეტინეს ვლოგის წამყვანებმა პარტია "გირჩის“ ლიდერ ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს.

როგორც აღმოჩნდა, პოლიტიკოს და პრეზიდენტობის ყოფილ კანდიდატს პირდაპირ ეთერში თმა გადაპარსეს. ვლოგი Facebook-გვერდზე უახლოეს მომავალში გამოქვეყნდება.

"კოტეს პრინციპულობამ, ნანიკოს სპონტანურობამ და დათოს ოსტატობამ გაამართლა! - იმიჯის შეცვლა პირდაპირ ეთერში.

"ასეთ გადაცემაში არასდროს ვყოფილვარ. გვიყურეთ, მალე‼“, - წერს "გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ვლოგის ოფიციალურ Facebook-გვერდზე.