"ამ პარლამენტს სადღეგრძელოები აკლია? ეხოსკოპისტი და მარკშეიდერი სჭირდება კიდევ?!"

თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა მმართველი გუნდის მიერ მთაწმინდის მაჟორიტარ კანდიდატად ლადო კახაძის დასახელებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

"თუ გჭირდებათ ეხოსკოპისტი კი ბატონო, ბაზარი არაა! თუ ვირჩევთ თამადას - მოსულა (მე არ მომწონს მაგრამ ოკ), მაგრამ თუ ვირჩევთ დეპუტატს, ლადო კახაძე უბრალოდ შეურაცხყოფაა. "ქართული ოცნება“ უბრალოდ დაგვცინის. ამ პარლამენტს სადღეგრძელოები აკლია? ეხოსკოპისტი და მარკშეიდერი სჭირდება კიდევ?! შეგახსენებთ: კახაძემ ბურჭულაძის პარტიიდან 2016 იყარა კენჭი მთაწმინდაზე და 2,3% მიიღო. მაშინ "ბურჭულაძეები" მოღალატეები იყვნენ "კობახიძეებისთვის" - ახლა რა შეიცვალა? სადაა ლოგიკა, თანმიმდევრულობა ან ნამუსი - თქვე მართლა "დედის საშო გამოვლილო ნაყოფნო" ( ლ. კახაძე)“, - წერს გიგი უგულავა სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, მთაწმინის ოლქში  შუალედური არჩევნები 19 მაისს გაიმართება.

"ევროპული საქართველო - თავისუფალი დემოკტარების" კანდიდატი შალვა შავგულიძე იქნება, მმართველმა გუნდმა კი დღეს თავის კანდიდატად  ექიმი ლადო კახაძე დაასახელა.