"გირჩელების" გადასახლება მთაწმინდაზე

მთაწმინდის შუალედურ არჩევნებში "გირჩის“ კანდიდატი, ჰერმან საბო პარტიის მთაწმინდელ ამომრჩევლებს მოუწოდებს სხვა მხარდამჭერები საკუთარ საცხოვრებელ სახლში ჩაწერონ, რათა მათ არჩევნებში "გირჩის" კანდიდატისთვის ხმის მიცემა შეძლონ.

ის არამთაწმინდელ მხარდამჭერებს მოუწოდებს, "გირჩის“ facebook-გვერდზე მიწერონ და პარტია მათ მთაწმინდაზე "გადაწერაში" დაეხმარება. მისივე თქმით, ვინაიდან კომუნალური გადასახადები სულადობით ითვლება, "გირჩი“ ამ პასუხისმგებლობას თავის თავზე იღებს და იმ ოჯახებს, ვინც სახლში სხვას ჩაიწერს, წყლისა და დასუფთავების გადასახადს გადაუხდის.

შეგახსენებთ, მთაწმინის ოლქში შუალედური არჩევნები 19 მაისს გაიმართება.