ნატო-ს გენერალურმა მდივანმა საქართველო დატოვა

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა საქართველო დატოვა

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა საქართველო დატოვა. დელეგაცია საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა დავით ზალკალიანმა გააცილა.

სტოლტენბერგმა ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გამართა საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან და პარლამენტის წევრებთან.

ვიზიტის ფარგლებში ის ასევე ეწვია ნატო-ს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრს და დაესწრო მის მიერ ორგანიზებულ ნატო-საქართველოს სწავლებას.

იენს სტოლტენბერგის ვიზიტი საქართველოში 24 მარტს ჩამოვიდა.