ლადო კახაძესთან კონკურენცია ბევრს გაუჭირდება

ლადო კახაძესთან კონკურენცია ბევრს გაუჭირდება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ზაქარია ქუცნაშვილის შეფასებით, ლადო კახაძეს მთაწმინდელების წინაშე იმდენად დიდი დამსახურება აქვს, რომ მასთან კონკურენცია ბევრს გაუჭირდება.

"ლადო კახაძის თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის დროს შემუშავდა უხვი ნალექებისგან მთაწმინდის ფერდობის დაცვის პროგრამა. მათ შორის, მისი თავმჯდომარეობის დროს პირველად გაკეთდა მთელი მთაწმინდის ფერდობის მიწისქვეშა კომუნიკაციების პროექტი. სწორედ ამ პროექტზე დაყრდნობით მოხდა რუსთაველის თეატრის, ოპერის და სხვა თეატრების რეაბილიტაცია, რომლის საძირკველი გამორეცხილი ჰქონდა მთაწმინდის წყლებს. ლადო კახაძე ძალიან ბევრ მთაწმინდელს მოემსახურა უფასოდ, როგორც ექიმი. ის ყოველთვის იდგა თბილისის ინტერესების სადარაჯოზე“, - აღნიშნა ზაქარია ქუცნაშვილმა.

შეგახსენებთ, "ქართულმა ოცნებამ" მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატად დღეს ლადო კახაძე წარადგინა.