თვეში 7 000 ლარი – სად დასაქმდა მანანა ბერიკაშვილი?

თვეში 7 000 ლარი – სად დასაქმდა მანანა ბერიკაშვილი?

კულტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე მანანა ბერიკაშვილი ანაზღაურებას ერთდროულად რამდენიმე საბიუჯეტო ორგანიზაციიდან იღებს. მის მიერ შევსებული ბოლო ფინანსური დეკლარაციით ირკვევა, რომ კულტურის მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე მას გასულ წელს საერთო ჯამში 25 440 ლარი აქვს მიღებული, შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტიდან (პედაგოგი) - 19 692 ლარი, მუსიკისა და დრამის თეატრიდან (პედაგოგი) - 11 760 ლარი.

დეკლარაციით ირკვევა, რომ კულტურის, სპორტისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან გაერთიანების შემდეგ მანანა ბერიკაშვილი აღნიშნულ უწყებაში ექსპერტის პოზიციაზე დასაქმდა და როგორც ექსპერტს მიღებული აქვს 26 212 ლარი.

საერთო ჯამში, მანანა ბერიკაშვილის წლიური ხელფასი 83 104 ლარს, თვიური ანაზღაურება კი 7000 ლარს აღწევს.