,,პარლამენტარის ხელფასიც უნდა გაიზარდოს … ”

,,პარლამენტარის ხელფასიც უნდა გაიზარდოს … ”

პარლამენტარის ხელფასიც უნდა გაიზარდოს, – განუცხადა ჟურნალისტებს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ რომან კაკულიამ.

დეპუტატმა კომენტარი გააკეთა საპენსიო სააგენტოს მიერ გამოცხადებულ ვაკანსიაზე, რომლის მიხედვით საინვესტიციო საბჭოს წევრთა წლიური ხელფასი 60 ათას დოლარამდე იქნება.

„მაშინ, როდესაც პარლამენტარის ხელფასი არის ის რაც არის, მაშინ საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს წევრის ხელფასი არ არის რელევანტური. მაშინ ზოგადად დავფიქრდეთ ადეკვატურობაზე პასუხისმგებლობის და საზოგადოების წინაშე მისაღები გადაწყვეტილებების ვალდებულებებზე. ვისაც არ შეუძლია პარლამენტარის ხელფასის გაზრდაზე საუბარი, იმიტომ, რომ რაღაც მოტივაციები აწუხებს, მე მათ რიგებში არ ვარ. მე ვფიქრობ, რომ პარლამენტარის ხელფასი უნდა გაიზარდოს. ამ შემთხვევაში საბჭოს წევრების ხელფასი არ არის რელევანტური“, – განაცხადა რომან კაკულიამ.

შეგახსენებთ, რომ საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს წევრის ხელფასი 60 ათას დოლარამდე იქნება. საინვესტიციო საბჭოს წევრების შესარჩევად საერთაშორისო კონკურსი 23 მარტს გამოცხადდა.